შედეგად

ფსიქოლოგიური

რეაბილიტაციის

საჭიროების

მქონე

ბავშვების

ფსიქოლოგიური

რეაბილიტაციის

კურსების

დაფინანსება

1. წლის განმავლობაში ერთჯერად დაფინანსებას 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით მიიღებს 18 წლამდე ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვი (საჭიროების შემთხვევაში ოჯახთან ერთად), რომელიც რეგისტრირებულია გორის მუნიციპალიტეტში.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის/დაბადების მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ფსიქოლოგის დასკვნა და რეკომენდაცია ფსიქორეაბილიტაციის საჭიროებაზე;

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან.

3. ბენეფიციარის მიერ პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ფსიქორეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე დასკვნას და რეკომენდაციას გასცემს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფსიქოლოგი.

4. დახმარების მისაღებად გორის მუნიციპალიტეტის მერი გასცემს საგარანტიო წერილს, რომელიც შესაბამისი დაწესებულებისთვის მომსახურების გაწევის საფუძველია.

5. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზ