სოციალური
(
ფულადი
)
დახმარება
1. ეს მუხლი ვრცელდება გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მიმართვის დროს საჭიროებენ გადაუდებელ დახმარებას.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახის დახმარების ოდენობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ, არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება გორის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბანკში გახსნილი განმცხადებლის პირადი ანგარიშის ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშის მონაცემები;
დ) ინფორმაცია/დოკუმენტაცია ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ.
4. ანაზღაურება მოხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების და ამ განცხადების შესწავლის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, ასევე სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ განმცხადებლის პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
სოციალური
დახმარების
დანიშვნისა
და
გაცემის
ორგანიზება
და
ადმინისტრირე