ერთჯერადად დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედები:
ა) ერთჯერადად
1000(ერთი ათასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა დედები, რომელთაც ჰყავთ (0-დან18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (0-დან - 47000 მდე) სოციალური სარეიტინგო ქულა
;
ბ) ერთჯერადად 700(შვიდასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა დედები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (47000-დან - 57000 მდე) სოციალური სარეიტინგო ქულა;
გ) ერთჯერადად 500(ხუთასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა დედები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (57000-დან - 65000 ჩათვლით) სოციალური სარეიტინგო ქულა.
დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის ან ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები ;
დ) საბანკო ანგარიში;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ