მშობლის

დახმარება

1. ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებს გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე 0-დან 18 წლამდე ბავშვის/ბავშვების მშობელი, რომელიც
რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები და მინიჭებული სოციალური სარეიტინგო ქულაა 0-დან 150000-ის ჩათვლით.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის ან ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) საბანკო ანგარიში;

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტი;

ვ) გადაწყვეტილება ან/და ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების შესახებ.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ