და
მეტი
წლის
ასაკის
უხუცეს
დღეგრძელთა
დახმარება
1. ერთჯერადად, 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების პირად საბანკო ანგარიშზ