მყოფი

ბავშვების

დახმარება

თანადაფინანსებით

1. რეინტეგრაციაში მყოფ ბავშვებს (ბენეფიციარებს) დახმარება გაეწევათ ყოველთვიურად, თითოეულ ბავშვზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან/და ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან ბავშვის რეინტეგრაციაში ყოფნისა და დადგენილი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, მეურვე, მზრუნველი) ვინაობის შესახებ;

დ) ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საბანკო ანგარიშზ