-
მამით

ობოლი

ბავშვებისა

და

იმ

ბავშვების

დახმარება
,რომელთა

მშობლებსაც

შეზღუდული

აქვთ

მშობლის

უფლება
-
მოვალეობები

1. დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, სტაციონარული მკურნალობისათვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. 0-დან 18 წლამდე დედ-მამით ობოლ ბავშვებს და იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები, დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, ყოველ ბავშვზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

3. 0-დან 18 წლამდე დედ-მამით ობოლი ბავშვების მეურვემ/მზრუნველმა ან/და იმ ბავშვების მეურვემ/მზრუნველმა, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები, გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (მეურვის/მზრუნველის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ბენეფიციარის მეურვის/მზრუნველის ვინაობის შესახებ;

დ) ცნობა მშობლების უფლება-მოვალეობების შეზღუდვის შესახებ;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ზ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

თ) განმცხადებლის (მეურვის/მზრუნველის) საბანკო ანგარიში.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

5. ამ მუხლის მეორე პუნქტის სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების (მეურვის/ მზრუნველის) პირად საბანკო ანგარიშზ