ტერიტორიული

მთლიანობისათვის
,თავისუფლებისა

და

დამოუკიდებლობისათვის

საბრძოლო

მოქმედებების

შედეგად

შეზღუდული

შესაძლებლობების

მქონე

პირების

სოციალური

დახმარება

1. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სოციალურ დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარები:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

2. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით დამატებით ერთჯერადად დახმარებას მიიღებენ:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი);

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, „ვეტერანის დღესთან“ დაკავშირებით (17 ოქტომბერი).

3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/ და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;

დ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზ