ძალადობის
მსხვერპლთა
დახმარება
1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს (ბენეფიციარებს) ფულადი დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი, ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ძალადობის მსხვერპლობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან ან/და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან, ან/და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისგან;
დ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზ