წლის
1
იანვრიდან

სახელმწიფო

ზრუნვიდან

გასული

სრულწლოვანი
(
არაუმეტეს
21
წლისა
)
მოქალაქეების

დახმარება

1. მოქალაქეებს, რომლებიც გავიდნენ სახელმწიფო ზრუნვიდან, სოციალური დახმარება განესაზღვროთ არაერთჯერადად წლიური ლიმიტის 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ამოწურვამდე, სხვადასხვა საჭიროებების, მათ შორის, მიმდინარე დავალიანებების დაფარვის მიზნით (ქონების რეგისტრაცია; კომუნიკაციების შეყვანა და დარეგისტრირება; კომუნალური გადასახადების (დავალიანება) დაფარვა; შრომითი მოწყობისათვის საჭირო დოკუმენტაციის ღირებულების ანაზღაურება (მართვის მოწმობა და სხვა საჭიროება) ერთი წლის განმავლობაში არაერთჯერადად, თანხის ამოწურვამდე, დახმარებას მიიღებს გორის მუნიციპალიტეტში 2026 წლამდე რეგისტრირებული პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და 2026 წლის 1 იანვრიდან
გავიდა სახელმწიფო ზრუნვიდან.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან, სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლის შესახებ;

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან.

3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამის საბანკო ანგარიშზ