დახმარების

დანიშვნა
,გაცემა

და

სამენეჯმენტო

კონტროლი

1. გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნის, გაცემის და ამ პროცესებზე სამენეჯმენტო კონტროლს უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალური და ჯანდაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური).

2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე ამ წესით გათვალისწინებული დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.

3. სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია, სამსახური ამზადებს გადაწყვეტილების დოკუმენტის პროექტს მერისათვის წარსადგენად, გარდა ამ წესის მე-11, 21-ე და 25-ე მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.

4. ამ წესის მე-11, 21-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განხილვის შემთხვევაში სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში სამსახური მასალებს შემდგომი განხილვისათვის გადასცემს მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს.

5. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატიურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის შეჩერება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან დახმარების გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგენა და ა.შ.

6. ამ წესით გათვალისწინებულ განმცხადებლის მიერ წარმოსადგენ დოკუმენტაციაში ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100 გაცემული უნდა იყოს ბოლო 1 წლის მანძილზ