მუნიციპალიტეტში

რეგისტრირებული

უკიდურესად

მძიმე

მდგომარეობაში

მყოფი
,უსახლკაროდ

დარჩენილი

ადამიანების

დროებითი

საცხოვრისით

უზრუნველყოფა

1. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების და მიუსაფარ პირთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდება 2026 წლის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მიერ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2. მოქალაქემ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა;

გ) დახმარების მიმღების ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;

დ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, დახმარების მიმღების და მისი ოჯახის წევრის სახელზე ქონების რეგისტრაციის შესახებ;

ე) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან დახმარების მიმღების და ოჯახის წევრის სახელზე შემოსავლების შესახებ;

ვ) ინფორმაცია რეგისტრაციის ადგილის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტი.

3. მერის წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) მოხსენებითი ბარათი მერის სახელზე (ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ჩართულობას აღნიშნულ საკითხში); მოხსენებითი ბარათით მერის წარმომადგენელმა უნდა დაადასტუროს, რომ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ფართი;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) ოჯახის უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ამ მუხლის საფუძველზე, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების და მიუსაფარ პირთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განიხილება მხოლოდ ისეთი დროებითი საცხოვრებლით, რომელიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და იმ ოჯახებისთვის/პირებისთვის, რომელთაც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღნიშნული დროებითი საცხოვრისის განსათავსებლად საჯუთრებაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთი.

5. საკითხის შემდგომი განხილვა ხდება „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი ან/და კაპიტალური საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №60 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, „გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსახლკარო/მიუსაფარი პირების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით“ შექმნილი სამუშო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფის ოქმის საფუძველზე.

6. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მერიის მიერ განხორციელდება დროებითი საცხოვრებელი ფართის შესყიდვ