მუნიციპალიტეტში

ტერიტორიაზე

რეგისტრირებული

სოციალურად

დაუცველი

უსახლკაროდ

დარჩენილი

ადამიანების

კაპიტალური

ან
/
და

დროებითი

საცხოვრისით

უზრუნველყოფ
ა

1. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების და მიუსაფარ პირთა კაპიტალური ან/და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდება ერთი წლის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მიერ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2.   მოქალაქემ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა;

3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი,ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

4.  მერის წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) მოხსენებითი ბარათი მერის სახელზე (ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ჩართულობას აღნიშნულ საკითხში);

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) ოჯახის უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. საკითხის შემდგომი განხილვა ხდება „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უსახლკარო/მიუსაფარი პირების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით“ შექმნილი სამუშო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი  სამუშაო ჯგუფის ოქმის საფუძველზე.

6. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მიერ   მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მერიის მიერ განხორციელდება  კაპიტალური ან/და დროებითი საცხოვრებელი ფართის შესყიდვ