1. სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-დან 65000-ის ჩათვლით) თანამონაწილეობის წილის დაფინანსებას, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამაში“ მონაწილეობის მიღებისას გადახდისუუნაროები არიან, სრულად უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, სამუშაოების მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია;
დ) ამხანაგობის/ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების გადაწყვეტილება (კრების ოქმის ჩანაწერი)კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით პროექტი და ხარჯთაღრიცხვა;
ე) ამხანაგობის მიერ დაფინანსებულ ჯამურ თანხაში განმცხადებლის წილობრივი თანხის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა ან ჩანაწერი კრების ოქმში).
3. ანაზღაურება მოხდება ამხანაგობის მიერ სამუშაოს შესრულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში“.
თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირე