1. ერთჯერად სოციალურ დახმარებას 250(ორასორმოცდაათი)ლარის ოდენობით პირადი დოკუმენტაციის მოწესრიგების, რეგისტრაციის და დავალიანებების დაფარვის მიზნით, ქონების რეგისტრაცია; კომუნიკაციების შეყვანა და დარეგისტრირება; კომუნალური გადასახადების(დავალიანება) დაფარვა; მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, 2019 წლის 1 იანვრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლებული ყოფილი მსჯავრდებულები.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სასჯელაღსრულების ან/და შესაბამისი დაწესებულებიდან განთავისუფლების შესახებ;
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამუშაოს შემსრულებელი დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზ