1. მკვეთრად გამოხატული (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე მნიშვნელოვნად გამოხატულ (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ერთჯერადად ფულადი დახმარება გაეწიოთ 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
3. სმენადაქვეითებულ (ყრუ-მუნჯობა ICD H-90.6; H-91.9) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
4. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) მხედველობით მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (სტატუსით – უსინათლო, ყრუ-მუნჯობა ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ყოფნის დამადასტურებელი ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან/და ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ