გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე
დანართი     №1

გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი

გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში „წესი“) განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე 2018 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის,  (რეგისტრაციის ვადა არ ვრცელდება წესის    მე-8 მუხლით და მე-10 მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებზე), ასევე გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
თავი I
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და   დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაც