1. დედ-მამით ობოლი 0-დან 18 წლამდე პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად სტაციონარული მკურნალობისათვის – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. 0-დან 18 წლამდე დედ-მამით ობოლ ბავშვებს და მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდულ შვილებს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, ყოველ ბავშვზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
3. 0-დან 18 წლამდე დედ-მამით ობოლ ან/და მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდული შვილების მეურვემ/მზრუნველმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ბენეფიციარის მეურვის/მზრუნველის ვინაობის შესახებ;
დ) ცნობა მშობლის (მშობლების) უფლება შეზღუდვის შესახებ;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);
ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ზ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
თ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
5. ამ მუხლის მეორე პუნქტის სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ