1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ბ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
გ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე სამშვიდობო მისიით, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
დ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის (გარდაცვლილი ოჯახის წევრი) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ე) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;
ვ ) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
თ) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ კავშირს. გარდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მომსახურების გასაწევად.
3. თანხა გაიცემა 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით დამკძალავი ბიუროდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზ