1. მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია:

ა) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;

ბ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები.

2. მედიკამენტებით დახმარება გაეწევა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, 100 000- დან 150 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე შემდეგ დაავადებათა კატეგორიის ბენეფიციარებს:

ა) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებულ პირებს;

ბ) შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით (ინსულინდამოუკიდებელი) დაავადებულ პირებს;

გ) ბრონქიალური ასთმით დაავადებულ ადამიანებს.

3. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით, ამ მუხლით გათვალისწინებული თითოეული დაავადების მკურნალობის ფარგლებში.

4.  დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა (ოჯახის  სრულწლოვანი,  ქმედუნარიანი  წევრი  ან  ოჯახის  ნდობით  აღჭურვილი  პირი,  რომელიც მიმართავს    მუნიციპალიტეტს    სოციალური    დახმარების    მოთხოვნით    და   წარმართავს   მასთან ურთიერთობებს) წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან ამონაწერი რეგისტრაციის ადგილიდან ან/და იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი სტაციონარიდან;

ე) საჭიროების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია;

ვ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზ