1. მოსახლეობის  მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია:

ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;

ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები;

გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები;

2. მედიკამენტებით დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი (0-დან 70000-ჩათ) სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე შემდეგი დაავადებათა კატეგორიის ბენეფიციარებს:

ა) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა;

ბ) გ.ი.დ. (გულის იშემიური დაავადება);

გ) შაქრიანი დიაბეტი ტიპი II (ინსულინ დამოუკიდებელი)

3. ამ მუხლში აღნიშნულ ყველა დაავადებათა მკურნალობაზე, დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, რომლის საერთო ჯამი ერთ ბენეფიციარზე  არ უნდა აღემატებოდეს 100 ლარს

4. პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა დახმარების მიმღებმა(ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან;

ე) 0-დან 70000-ჩათ სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებმა დამატებით წარმოადგინონ რეგისტრაციის ამონაწერი სოციალურად  დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზიდან, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზ