1. მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია:
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;
ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები;
გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები;
დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადებებით დაავადებული პაციენტები.
2. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არა უმეტეს 100 ლარის ოდენობით, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში.
3. პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა)ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე
გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 09.09.2011
მუხლი 4. უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
თავი I — სოციალურის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
მთავარი მონაცემები
- თანხა 100 ლარის
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 4. უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
- მუხლი 4. უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
- მუხლი 2. ონკოლოგიური ავადმყოფების უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
- მუხლი 4. მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
- მუხლი 4. მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
- მუხლი 2. ონკოლოგიური ავადმყოფების უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება
- მუხლი 2. ონკოლოგიურად ონკოინკურაბილური (განუკურნებელი) მეოთხე კლინიკური ჯგუფის ავადმყოფების სამედიცინო დახმარება
- მუხლი 3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
- მუხლი 5. ცერებრალური დამბლითა და სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება
- მუხლი 6. სპორტსმენებისა და სტუდენტების დახმარება
- მუხლი 7. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება
- მუხლი 8. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
- მუხლი 9. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება
- მუხლი 10. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახისადმი დახმარება
- მუხლი 11. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება
- მუხლი 12. ენდოკრინოლოგიური დაავადებებით დაავადებულ ბავშვთა დახმარება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №19, 08.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.148.016052 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1282704/muxli-4/