1. ონკოლოგიურად ონკოინკურაბილური (განუკურნებელი) პაციენტების მეოთხე კლინიკური ჯგუფის მობილური, (ბინაზე მომსახურება) პალიატიური, (სამკურნალო პრეპარატების გადასხმა – იმფუზური თერაპია, ჭრილობების დამუშავება, პოსტოპერაციული მკურნალობა) სიმპტომური დახმარება-მკურნალობა როგორც ბინაზე, ასევე სამედიცინო დაწესებულებაში დახმარება გაეწევა 0-დან 150 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტს თვეში 50 ლარის ოდენობით.
2. ონკოლოგიურად ონკოინკურაბილური (განუკურნებელი) მეოთხე კლინიკური ჯგუფის ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) გამცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან