1.
ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ:
ა)
ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებზე;
ბ)
ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, რომელთა ოჯახების რეიტინგი სოციალურად დაუცველი   ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 001 – 150 000 ქულის ფარგლებშია.
2.
დახმარების მისაღებად მაძიებელმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან გამგეობას უნდა წარუდგინოს:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
მაძიებლის (ავადმყოფის) პირადობის (ბავშვის შემთხვევაში – დაბადების ) მოწმობის ასლი;
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა);
დ)
სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული  ანგარიშ-ფაქტურა კალკულაციით;
ე)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში).
3.
ავადმყოფს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:
ა)
სტაციონარული მკურნალობის (მ.შ. ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯები)  ღირებულების 50%-ის თანადაფინანსება, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა;
ბ)
ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 800 ლარისა