1.
ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მცხოვრებ:
ა)
უმაღლესი სასწავლებლების ხელმოკლე სტუდენტებზე, რომლებიც არიან:
ა.ა)
საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილები;
ა.ბ)
სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთა რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0 – 100 000 ქულის ფარგლებშია;
ბ)
კოლეჯის/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმოკლე სტუდენტებზე/მოსწავლეებზე, რომელთა ოჯახების რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-100 000 ქულის ფარგლებშია.
2.
ამ მუხლის პირველ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ სტუდენტებს დახმარება გაეწევათ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების საფასურის თანადაფინანსების სახით, არა უმეტეს 800 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ სტუდენტებს/მოსწავლეებს – კოლეჯში/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, არა უმეტეს 400 ლარის ოდენობით.
3.
თანადაფინანსების მისაღებად მაძიებელმა/წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ან გამგებელს და თან დაურთოს:
ა)
ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ)
სტუდბილეთის   ასლი ან ცნობა უმაღლეს სასწავლებელში/კოლეჯში/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/სწავლის შესახებ;
გ)
უმაღლესი სასწავლებლის/კოლეჯის/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიში (ცნობა) – სტუდენტის/მოსწავლის  სწავლის საფასურისა და სასწავლებლის საბანკო რეკვიზიტების შესახებ