1.
უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება ითვალისწინებს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე 170 პირის დღეში ერთჯერ (გარდა კვირადღისა) სამკომპონენტიანი სადილით უფასო კვებას.
2.
უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოს მომხმარებელთა კონტინგენტი განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის  №29  დადგენილებით დამტკიცებულ ,,უფასო სასადილოს ბენეფიციართა შერჩევის წესის“ საფუძველზე.
3.
უფასო სასადილოთი მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ამასთან, შესყიდვის პირობებით ერთი ბენეფიციარის კვება/დღის ღირებულება, რაც კვების, კომუნალურ და სხვა ხარჯებს მოიცავს, განისაზღვრება 1,68 ლარის ოდენობით