1.
ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ/რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და იძულებით გადაადგილებული დევნილი ოჯახებისათვის სადღესასწაულო დღეებში „შობა უფლისა“, „აღდგომა ქრისტესი“ და სხვა) კვების პროდუქტების პაკეტების გადაცემას.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარება გაეწევათ:
ა)
სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთან ბაზაში 0-20 000 ქულის ფარგლებშია;
ბ)
კომპაქტურად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ დევნილ ოჯახებს.
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ კონტინგენტს – თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში აზუსტებს და პერსონალურ სიებს ადგენს გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, ხოლო გასაცემი პროდუქტების პაკეტის მოცულობას განსაზღვრავს, მისი შესყიდვისა და გაცემის ორგანიზებას ახდენს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურთან ერთად