1.
დახმარების თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით:
ა)
ამ წესის  პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-11, მე-12, მე-13, მე-15, მე-17 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დასკვნის საფუძველზე.
ბ)
ამ წესის მე-10 მუხლის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით შექმნილი სპეციალური კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე;
გ)
ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში:
გ.ა)
ფართომასშტაბიანი სტიქიისას – სტიქიით მიყენებული ზარალის დამდგენი მუნიციპალური კომისიის დასკვნის საფუძველზე;
გ.ბ)
ლოკალური შემთხვევებისას – მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამსახურის, სახანძარო დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე;
დ)
ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურების ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.
2.
დახმარების თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით – ამ წესის პირველი და მე-2 მუხლებით, აგრეთვე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-7,  მე-8  მუხლებით,  მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევებში – შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების,  ამ წესის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – სააფთიაქო დაწესებულების, ამ წესის მე-9  მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – მომწოდებელი ორგანიზაციის ან ბენეფიციარის, ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – უმაღლესი სასწავლებლის/კოლეჯის/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, ხოლო ამ  წესის   მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე, მე-12, მე-13, მე-14, მე-15 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში - ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე მისი გადარიცხვის გზით.
3.
ამ წესის მე-16, მე-19 და 21-ე მუხლებით ანგარიშსწორების პროცედურა განისაზღვრება მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებთან დადებული ხელშეკრულებებით.
4.
ამ წესის მე-18 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული სუბსიდიების გაცემის საფუძველია შესაბამისი პროგრამების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ წარმოდგენილი კვარტალური განაცხადები.
5.
დანართის პირველი და მე-2 მუხლებით, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-7, მე-8 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული მაძიებლების/წარმომადგენლების  მიერ  საჭირო  სამედიცინო მომსახურების ღირებულების  წინასწარი ანგარიშის (კალკულაცია) წარმოდგენის შემთხვევაში, საკმარისი საფუძვლების არსებობისას, მუნიციპალიტეტი გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას (საგარანტიო წერილი) შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დახმარების თანხის გაცემის შესახებ, რაც განხორციელდება  მომსახურების გაწევის კვალობაზე წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე