1.
ეს მუხლი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები   მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) დედების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას.  2013 წელს დაბადებულ მეოთხე შვილზე დედას მიეცემა 400 ლარი; მე-5 შვილზე – 500 ლარი;  მე-6, მე-7 და ა.შ. შვილზე – 600 ლარი.
2.
მაძიებელმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა ან გამგეობაში შეტანილ განცხადებას უნდა დაურთოს:
ა)
პირადობის მოწმობის ასლი;
ბ)
ყველა შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
გ)
საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები