1. პროგრამის ფარგლებში, ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვებით ისარგებლებენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული  შეჭირვებული პირები (არაუმეტეს 60 ბენეფიციარისა).

2. ბენეფიციარად შეირჩევა პირი, თუ ის აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს 0-დან 65001-მდე ქულა.

3. მერის წარმომადგენლის და/ან სოციალური მუშაკის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად შერჩევის შესახებ, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმს.

4. უფასო სასადილოს ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა

გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან და/ან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

5. უფასო სასადილოს ბენეფიციართა საერთო რაოდენობის შევსების შემთხვევაში, კომისიის მიერ შერჩეული (ახალი) ბენეფიციარი აღირიცხება მომლოდინეთა სიაში.

6. ბენეფიციარს უფასო სასადილოს მომსახურების მიღება შეუწყდება:

ა)  თუ იგი არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ ათი დღის განმავლობაში არ ისარგებლებს აღნიშნული მომსახურებით.

ბ) ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში.

გ) ბენეფიაციარის პირადი განცხადების საფუძველზ