1. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება გაეწევა:

ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეს, რომლის ოჯახი სოციალურად დაუცველი და უკიდურესად შეჭირვებულია.

2. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების მომსახურებით დაინტერესებულმა პირმა (მოსარგებლემ) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი სარეიტინგო ქულის შესახებ;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში-სამსახური) ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და ადგენს ბენეფიციართა სარეზერვო სიას.

4. უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება ქ. ცაგერისა და სოფ. ლაჯანის უფასო სასადილოში (ლაჯანის სკოლა-ინტერნატი) ყოველდღიურად (შაბათ-კვირის გარდა)

5. კვება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერისა და კვების მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები