1. მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში ჩასატარებელი/ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებების შესახებ წინასწარი კალკულაციის წარმოდგენის შემთხვევაში  მერია გასცემს საგარანტიო წერილს.

2. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №100/ა;

დ) ანგარიშ-ფაქტურა სამკურნალო დაწესებულებიდან ჩასატარებელი/ჩატარებული           მკურნალობის შესახებ;

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის    დამადასტურებელი დოკუმენტი.

ვ) არსებობის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან   ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;

3. ბენეფიციარის მიერ დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებას უგზავნის წერილს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება გაცემიდან 1 (ერთი) თვის ვადით. წერილი გაიცემა ბენეფიციარზე წინასწარ ან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის პერიოდში.

4. ანგარიშსწორება მოხდება სამედიცინო დაწესებულებიდან მოწოდებული შემდეგი დოკუმენტაციის შემდეგ:

ა) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N IV-100/ა და / ან კვლევის შედეგ;

ბ) ანგარიშ-ფაქტურა, სადაც მითითებული იქნება მკურნალობის მთლიანი ხარჯი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, სადაზღვეო პროგრამით და/ან სხვა გზით გათვალისწინებული მკურნალობის თანადაფინანსება და პაციენტის გადასახდელი წილ