1. ნეიროფიბრომატოზით დაავადებული პაციენტები წელიწადში ერთხელ მიიღებენ დაფინანსების სახით 10 000 (ათი ათასი) ლარს.
2. ამ მუხლის მე-2 პუნქტით მოსარგებლე ბენეფიციარები დაფინანსდებიან გადახდილი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 4000 ლარისა.
ა) სახსრების პროთეზირების დაფინანსება იმ პაციენტებისათვის, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ (შრომისუნარიან ასაკში მყოფი).
ბ) ბავშვთა დავადებების შემთხვევაში სარეაბილიტაციო მკურნალობის თანადაფინანსება.
გ) ორგანოთა ტრანსპლაციის თანადაფინანსება (თირკმელი, ძვლის ტვინი).
დ) კარდიო -ქირურგიული ძვირადღირებული ოპერაციების თანადაფინანსება.
ე) ნეიროქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება (რაბილიტაცია).
ვ) ძვირადღირებული ანგიოქირურგიული ოპერაციები .
ზ) რეანიმაციულ მკურნალობაზე ხანგრძლივად მყოფი პაციენტების თანადაფინანსება
თ) ძვირადღირებული ქიმიო და იმუნოთერაპიის დაფინანსება.
ი) მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება;
კ) განსაკუთრებით ძვირადღირებული გამოკვლევების თანადაფინანსება;
ლ) სხვადასხვა დაავადების მქონე 18 წლამდე ბავშვები, რომელთაც აუცილებელი სამედიცინო მომსახურეობა ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში ან/და ნაწილობრივ დაფინანსებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი პროგრამებით.
მ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილება საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით „მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში“ მიღებული დაფინანსების შესახებ, ან შესაბამისი სპეციალისტის/ექსპერტის დასკვნა აუცილებელი სამედიცინო დახმარების საქართველოს სამკურნალო დაწესებულებაში ვერ ჩატარების შესახებ“.
3. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №100/ა, გაცემიდან 3 თვის განმავლობაში;
დ) ანგარიშ–ფაქტურა (საჭიროების შემთხვევაში თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული) სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული მკურნალობის შესახებ, პაციენტის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ - 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ზ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით მოსარგებლე ოჯახები მეორედ მე-8 და მე-9 მუხლებით ვეღარ ისარგებლებე