1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი სოციალურად დაუცველ/სოციალურად შეჭირვებული ორსულთა სრულფასოვანი კვებით უზრუნველყოფა.
2. დახმარება განისაზღვროს თვეში 200 ლარის პროდუქტით. ამ პროგრამით სარგებლობის უფლება აქვს 12 კვირის და 12 კვირის ზემოთ ორსულებს.
3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) მაღალმთიანობის სტატუსის მქონე ორსულის (ან მეუღლის) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ;
ბ) ორსულობის დამადასტურებელი ცნობა;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი. (სარეიტინგო ქულა - 200 000-დან ქვემოთ);
დ) ორსულის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
4. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მე-2 , მე-3 პუნქტებით , მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი