1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელიწადში ერთხელ  გაიცემა შემდეგი სახის ერთჯერადი დახმარება:

ა) ტყუპი ახალშობილების შეძენის  შემთხვევაში გაიცემა თანხა 500 ლარის ოდენობით;

ბ) სამი ტყუპის შემთხვევაში - 1000 ლარი.

2. მრავალშვილიანი ოჯახების, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი 18 წლამდე  ასაკის შვილი,  დახმარება განისაზღვროს ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით(სრულწლოვანების მიღწევამდე).

3. დახმარების მიმღებმა პირმა - მშობელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)  ახალშობილის და მისი და-ძმების დაბადების მოწმობის ასლები;

გ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ქორწინების მოწმობის ასლი;

ე)  განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მე-2 , მე-3 პუნქტებით, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი