1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალშობილთა ოჯახების დახმარება განისაზღვრება პირველი ბავშვის შეძენის შემთხვევაში 100 ლარით, მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში 150 ლარი და ყოველ მომდევნო ბავშვზე ემატება 50 ლარი. ტყუპების შეძენის შემთხვევაში დახმარება განისაზღვრება 500 ლარით. სამი და მეტი ტყუპის შეძენის შემთხვევაში დახმარება განისაზღვრება 1500 ლარით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიმღებმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ქსეროასლი (მეორე და ყოველი მომდევნო ბავშვის შეძენის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ყველა დანარჩენი ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი);
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზ