1. ღირშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფზე გაიწევა ფინანსური დახმარება:
ა) ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად სამამულო ომის ვეტერანებისათვის – 200 ლარის ოდენობით;
ბ) ჩერნობილის ა/ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებისას დაზარალებულებისათვის – 200 ლარის ოდენობით;
გ)1989 წ. 9 აპრილს დაზარალებულებისათვის – 300 ლარის ოდენობით;
დ) დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებისათვის – 200 ლარის ოდენობით;
ე) აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირებისათვის – 200 ლარის ოდენობით.
2. საკვები პროდუქტის შეძენა ან/და ფინანსური დახმარება უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომლის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების დახმარება გაიწევა მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზიდან ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.
4. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის შერჩევა და შესაბამისი შუამდგომლობის წარმოდგენა ხდება მერის წარმომადგენლების მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა, ფინანსური დახმარების მიზნით, მერიაში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემებ