1. დახმარება გაეწევათ მარტოხელა მშობლებს, რომელთაც ყავთ არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი, ყოველთვიურად – 50 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) შვილის/შვილების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) მერის წარმომადგენლის შეუამდგომლობა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზ