1. კალენდარული წლის განმავლობაში დახმარება გაეწევათ:
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა იმ ოჯახებს, რომლებზეც არ ვრცელდება „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმები. დახმარება განისაზღვრება წელიწადში 2000 ლარის ოდენობით;
ბ) 2008 წლის წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულის ოჯახს, 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლით განსაზღვრული ბენეფიციარების დახმარება გაიწევა მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის შესაბამისდ.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზ