1. მარჩენალდაკარგულ და ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ პირთა დახმარება გაიცემა:
ა) მარჩენალდაკარგულ 21 წლამდე ასაკის პირზე, რომელსაც გარდაცვლილი ყავს ერთ-ერთი ან ორივე მშობელი. დახმარება განისაზღვრება ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით.
ბ) ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ 21 წლამდე ასაკის პირზე. დახმარება განისაზღვრება ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირის/პირების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) მშობლის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
დ) გარდაცვლილი მშობლის გარდაცვალების მოწმობის ქსეროასლი (პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);
ე) ცნობა შესაბამისი სტრუქტურიდან რეინტეგრირების შესახებ (პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);
ვ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე;
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზ