1 . სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ 65001 სარეიტინგო ქულამდე მყოფ გარდაცვლილის ოჯახის წევრს დაკრძალვის ხარჯისთვის გაეწევა დახმარება 250 ლარის ოდენობით.
2. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვისთვის გაიწევა დახმარება 300 ლარის ოდენობით.
3. დახმარების მისაღებად ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახის წევრმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ქსეროასლი;
დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან გარდაცვლილის სარეიტინგო ქულის შესახებ;
ე) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან;
ვ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
ზ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
4. დახმარების მისაღებად ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გარდაცვლილის ნათესავმა/ მეზობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ქსეროასლი;
დ) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან;
ე) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
ვ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზ