1. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვისათვის დახმარების თანხა ერთჯერადად შეადგენს 200 (ორასი) ლარს.
2. დახმარების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) ნოტარიალურად დადასტურებული მოწმეთა ჩვენება დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დაკრძალვის ხარჯების გაწევის/გასაწევის თაობაზე;
დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიცვალებული არის უპატრონო;
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემებ