1. ქვეპროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება:

ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება;

ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის (ომის მონაწილის) დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება.

2. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისათვის გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

3. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანის მოწმობის ასლი (ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში);

ე) პირის მიერ უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯის გაწევის თაობაზე მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია მაჟორიტარი დეპუტატის და ორი მეზობლის დადასტურებით;

ვ) განმცხადებილის და გარდაცვლილი ომის ვეტერანის ნათესაური კავშირის (ოჯახის წევრის და სხვა) დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);

ზ) დაკრძალვის ხარჯის გამწევი პირის საბანკო ანგარიში.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორები