1. საცხოვრებელ სახლზე ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, რომლებსაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი სახლი, მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება დაზიანების ხარისხის მიხედვით, არა უმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.
2. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა პირმა (საცხოვრებელი სახლის მესაკუთრემ/მართლზომიერმა მფლობელმა) ზიანის დადგომიდან ერთი თვის ვადაში მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) აქტი ხანძრის (წაკიდების) შესახებ რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოდან;
დ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოკვლეული მასალები, ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ;
ე) მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობისა და საცხოვრებელი სახლის ფაქტობრივი ფლობის შესახებ;
ვ) დაზარალებულის საბანკო ანგარიში.
3. მუნიციპალიტეტის მერია გამოითხოვს ინფორმაციას სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, დაინტერესებული პირისა (განმცხადებლის) და მისი ოჯახის წევრების მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის შესახებ.
4. განცხადება შემოწმებისა და განხილვის მიზნით (მათ შორის, ზარალის ოდენობის დასადგენად) გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს.
5. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, განიხილოს ყველა განცხადება, მათ შორის, რომელიც სრულად ვერ აკმაყოფილებს პროგრამის ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე რეკომენდაციით მიმართოს მერს დახმარების გაცემის საჭიროების შესახებ.
6. თანხა გაიცემა სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე მერის გამოცემული ბრძანებით.
7. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორები