1. სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვიან ოჯახზე, რომელთა ორივე მშობელი (გამონაკლისის შემთხვევაში ერთი) რეგისტრირებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში და აქვს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.
2. სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვიან ოჯახზე, რომელთა ორივე მშობელი (გამონაკლისის შემთხვევაში ერთი) რეგისტრირებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
3. განცხადებების მიღება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყება 2026 წლის 1 მარტიდან (გარდა გამონაკლისი შემთხვევისა).
4. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) მშობლების/მშობლის – პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ე) მშობლის (ერთ-ერთის) საბანკო ანგარიში.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორები