1.ზამთრის თბობისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარი გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირზე/ოჯახზე, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 001-ს, შრომისუუნარო მარტოხელა პირებს, შშმ პირებს (რომლებსაც არ ჰყავთ შვილები/ ოჯახის წევრები), რომლებსაც ეკონომიურად რთული მდგომარეობა აქვთ და არ გააჩნიათ ფინანსური შესაძლებლობა.

2. ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების წარდგენის საფუძველზე (განცხადებების მიღების ვადა განისაზღვროს 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე).

3. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში;

ვ) მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურმა გამოითხოვოს მერის წარმომადგენლის ინფორმაცია პირის/ ოჯახის შემადგენლობის და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

4. განცხადებები, სრულყოფილ დოკუმენტაციასთან ერთად (გარდა იმ განცხადებებისა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს), შემოწმებისა და განხილვის მიზნით გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს.

5. სამუშაო ჯგუფი მიღებულ გადაწყვეტილებას (რომელიც ფორმდება სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმით) წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, გამონაკლისის სახით, მიმართოს რეკომენდაციით მერს დახმარება ერთჯერადად გაიცეს პირზე/ოჯახზე, რომელიც ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და არის უკიდურესად გაჭირვებული. თანხმობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფი დამატებით მოიძიებს მერის წარმომადგენლის წერილობით ინფორმაციას პროგრამაში ჩართვის აუცილებლობის შესახებ.

6. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას პროგრამით მოსარგებლ