1. ზამთრის თბობისათვის შეშის შესაძენად გაიცემა ერთჯერადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შემდეგ პირზე/ოჯახზე:
ა) მარტოხელა პენსიონერზე, რომელსაც არ ჰყავს ოჯახის წევრები და სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 65000-ს.
ბ) მნიშვნელოვნად და მკვეთრად შეზღუდული სტატუსის მქონე მარტოხელაზე, ან შშმ სტატუსის მქონე იმ პირებზე, რომელთაც ჰყავთ ოჯახის წევრები მაგრამ, არიან შრომისუუნარონი.
2. ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების წარდგენის საფუძველზე (განცხადებების მიღების ვადა განისაზღვროს 1 აგვისტოდან 1 დეკემბრამდე).
3. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან, სარეიტინგო ქულის შესახებ.
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. (არსებობის შემთხვევაში).
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ვ) თემის წარმომადგენელის ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ.
ზ) განმცხადებლის ანგარიშის ნომერი ბანკიდა