1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც საბჭოს ოქმის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
2. მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, მისამართი და თანხა, იგზავნება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.
3. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით (დახმარების მიმღების ან მისი ოჯახის წევრის, (მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახის წევრის) მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე)