1. საწოლ მიჯაჭვულ მძიმე ავადმყოფთა დამხმარე საშუალებებით (ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი და ჟანგბადის აპარატი, სარეაბილიტაციო რობოტული ხელთათმანი-ხელის მასაჟორი, ყავარჯნები, თვითგადაადგილების საშუალება, ეტლი-სავარძელი სუდნოს ფუნქციით და ა.შ.) გადაცემის სარგებლობა შეუძლია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ-ფორმა N 100/ა (ჟანგბადზე დამოკიდებული);
დ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე, მესამე პუნქტებით, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით.
3. სავარძელ-ეტლი და ჟანგბადის აპარატი გადაეცემათ ხელშეკრულები