1. ბენეფიციარები, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ მოვლას და არიან საწოლს მიჯაჭვულნი, მიიღებენ სოციალურ დახმრებას ერთჯერადად 500 (ხუთას) ლარამდე.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება (ოჯახის წევრი) ან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები ავადმყოფის შესახებ;

ბ) განცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებულია კატეგორიის შესახებ;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;

ვ) მოსარგებლის ან ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზ